არმატურის საღუნი XB50C 6-42mm, რომელიც შექმნილია ყველაზე მასშტაბური და რთული პროექტებისთვის. ეს მოდელი მუშაობს 380 ვოლტზე და წარმოადგენს მძლავრ, მაღალპროდუქტიულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული სამ ფაზიანი არმატურის მოსაღუნი თავისუფლად უმკლავდება 6-დან 42 მილიმეტრამდე დიამეტრის მქონე არმატურას, რაც მას შეუცვლელს ხდის ხიდების, გვირაბებისა და მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისას. ეს მოდელი აღჭურვილია თანამედროვე “ჭკვიანი” ტექნოლოგიებით, რაც სამუშაო პროცესს სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს. არმატურის საღუნი XB50C 6-42mm დამატებული აქვს ციფრული კომპიუტერული პანელი, რომელსაც შეუძლია 100 სხვადასხვა მოღუნვის დამახსოვრება. სისტემა დაყოფილია 10 კომბინაციად, სადაც თითოეულში შეგიძლიათ 10 სხვადასხვა გრადუსის შენახვა. ეს ფუნქცია გამორიცხავს მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანას — თქვენ უბრალოდ ირჩევთ წინასწარ გამზადებულ სასურველ კომბინაციას და აპარატი ავტომატურად ასრულებს დავალებას ნებისმიერ გრადუსზე. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერის გამართვაში დავეხმარებით ჩვენ და მოვცემთ სრულ ინსტრუქციას საღუნის მართვისას თუ როგორ შეიყვანოთ გრადუსები და მოარგოთ თქვენს საჭიროებებს კომბინაციები. აპარატის მართვა მექანიკურადაც, პედლის გარეშე. უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად, დანადგარი აღჭურვილია ავარიული გამთიშველი სისტემით, რომელიც მყისიერად აჩერებს მუშაობას ფორსმაჟორულ სიტუაციაში.
ძირითადი მახასიათებლები:
• მოდელი – XB50C.
• კატეგორია – ინდუსტრიული (უმაღლესი).
• ძაბვის მოხმარება – 380 ვოლტი (სამი ფაზა).
• სიმძლავრე – 4000 ვატი.
• ღუნვის დიამეტრი – 6-42 მმ.
• წარმადობა – 14ც არმატურა წუთში.
• ზომები – 1000:840:860 მმ.
• წონა – 350 კგ.
• გარანტია 1 წელი.
│ გთავაზობთ არმატურის და მილების დასამუშავებელი დანადგარების ფართო არჩევანს. მიიღეთ პროფესიონალური შედეგი თქვენს ობიექტზე.
⚙️ დეტალურად იხილეთ აქ: არმატურის და მილების დასამუშავებელი დანადგარები│

და-ყა-ვი






