არმატურის საღუნი RB25 6-25mm, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და მუშაობის სიზუსტით. აპარატი აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპილენძის ძრავით და მსუბუქი, მტკიცე ალუმინის კორპუსით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას გადახურების გარეშე. აღნიშნული არმატურის მოსაღუნი აპარატი ფაზა ნულზე 220 ვოლტზე მუშაობს და არმატურას ზუსტ გრადუსზე ხრის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობისთვის. აპარატის უნიკალური მექანიზმით შესაძლებელია 0-180 გრადუსის ჩათვლით ნებისმიერ გრადუსზე მოღუნვა, რაც მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა კომპლექტაციაში არსებული ორი პედალი, რაც საგრძნობლად ამარტივებს მუშაობის პროცესს. აპარატზე შესაძლებელია ორი პედლით ერთდროულად მუშაობა ორი სხვადასხვა გრადუსის გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ ოპერატიულად შეასრულოთ რთული ელემენტები. უსაფრთხოებისთვის არმატურის საღუნი RB25 6-25mm დამატებული აქვს ავარიული გამთიშველი და ასევე აპარატზე მექანიკული ხელის ღილაკი მოღუნვისთვის, რაც ოპერატორს სრულ კონტროლს ანიჭებს. აპარატი საუკეთესოა ხამუთებისა და ცალუღების მასობრივი წარმოებისთვის, მისი გადაადგილება კი ორ ადამიანს თავისუფლად შეუძლია.
ძირითადი მახასიათებლები:
• მოდელი – RB25
• კატეგორია – ინდუსტრიული (უმაღლესი).
• ძაბვის მოხმარება – 220 ვოლტი (ფაზა ნული).
• ვატი – 1600-1700W
• ღუნვის სიჩქარე – 5-6 წამი.
• ღუნვის დიამეტრი – 6-25 მმ.
•ზომები – 500:555:505 მმ.
• წონა – 91 კგ.
• გარანტია – 1 წელი.
│ გთავაზობთ არმატურის და მილების დასამუშავებელი დანადგარების ფართო არჩევანს. მიიღეთ პროფესიონალური შედეგი თქვენს ობიექტზე.
⚙️ დეტალურად იხილეთ აქ: არმატურის და მილების დასამუშავებელი დანადგარები│

და-ყა-ვი






